ავტორიზაცია

პოჩეტინო: "თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც პსჟ-ში ფიქრობენ, მაშინ კლუბი 50 წელია ფლავდება"

პოჩეტინო: "თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც პსჟ-ში ფიქრობენ, მაშინ კლუბი 50 წელია ფლავდება"
თარიღი 01 აგვ 2022, 21:54

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გათავისუფლების შემდეგ პარიზულ კლუბში მუშაობის შესახებ განცხადება გააკეთა.

– როგორ შეაფასებთ "პსჟ"-ში გატარებულ პერიოდს?

"ძალიან დადებითად. ყოველთვის უნდა გამოიყენო მიღებული გამოცდილება, ისწავლო მისგან. რაციონალური არსებები ვართ, ასე უნდა ვიფიქროთ".

"თუ სპორტულ ასპექტზე ვისაუბრებთ, წელიწადნახევარში საფრანგეთის თასი, ქვეყნის სუპერთასი და ჩემპიონატი მოვიგეთ".

"თუმცა, ცხადია, "პსჟ"-ს მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მისი ვერმოგება ყოველთვის ჩაფლავებად აღიქმება. ასეთ შემთხვევაში, ეს 50-წლიანი ჩაფლავებაა ("პსჟ" 1970 წელს დააარსდა) და არა მხოლოდ გასული სეზონის, რადგან "პსჟ", განსაკუთრებით უკანასკნელ 10-11 წელიწადში, ახალი მფლობელების მოსვლასთან ერთად, მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს".

"ვფიქრობ, ამ მიზანს მიაღწევენ, რადგან ყველანაირი რესურსი აქვთ, მაგრამ ფეხბურთში ზოგჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. არის ფაქტორები, რომელთა გაკონტროლებაც შეუძლებელია. მაგრამ ყოველწლიური მცდელობების შედეგად, "პსჟ" ალბათ ოცნების ახდენას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Infobae.