ავტორიზაცია

"ნასერ, მინდა მადლობა გადაგიხადო", - პოჩეტინო პსჟ-დან გათავისუფლებას გამოეხმაურა

თარიღი 06 ივლ 2022, 00:34

მაურისიო პოჩეტინომ „პარი სენ-ჟერმენიდან“ გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა.

„მინდა „პსჟ-ს“ ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო მომავალში: მფლობელებს, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, მთელ პერსონალს და გულშემატკივრებსაც.

ნასერ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მომეცით საშუალება კვლავ გავმხდარიაყვი „პსჟ-ს“ ოჯახის წევრი.

ერთად ჩვენ დიდებული მომენტებით ვისიამოვნეთ, დიდი გამარჯვებები მოვიპოვეთ და ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, ისევე როგორც ყოველთვის, მიღებული გამოცდილებიდან დასკვნებს გამოიტანს, რათა განვითარება გააგრძელოს.

ვამაყობთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონები გავხდით კლუბში, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ბევრს მაშინვე ნიშნავდა, როცა აქ ფეხბურთელი და კაპიტანი ვიყავი.“ - წერს არგენტინელი.