ავტორიზაცია

"ამაში ეჭვი არ არსებობს", - პოჩეტინომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ამაში ეჭვი არ არსებობს", - პოჩეტინომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 01 აგვ 2022, 23:27

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს აზრით, ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

"პსჟ"-ში მესის გადმოსვლა სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ახლა შეიძლება იმის თქმა, რომ მასთან ვმუშაობდი, ახლოდან ვნახე. მარადონა მინახავს, ახლა კი მე, არგენტინელმა, მესიც ვიხილე, მასთან ერთად ერთი წელიწადი გავატარე".

"რა თქმა უნდა, გამიმართლა. ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს, როცა საუკეთესოებთან მუშაობის შესაძლებლობა აქვს, დალოცვილია".

– მბაპესთან გიმუშავიათ. რა პერსპექტივებს ხედავთ მასში? უკვე ამბობენ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, იმ თაობის ნაწილი, რომელსაც მესისა და რონალდუს შემცვლელად განიხილავენ.

"ჩემთვის ლეო მესი მსოფლიოში საუკეთესოა. ამაში ეჭვი არ არსებობს. ცხადია, მის შემდეგ ამ გვირგვინის პრეტენდენტი მბაპე იქნება. არის ნეიმარიც, რომელიც ჩემთვის აგრეთვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Infobae.