ავტორიზაცია

პოჩეტინო: "ფსიქოლოგი რეალთან მარცხის გამო? მაგ ლოგიკით სიტის, ჩელსის და ლივერპულსაც ფსიქოლოგი სჭირდება"

პოჩეტინო: "ფსიქოლოგი რეალთან მარცხის გამო? მაგ ლოგიკით სიტის, ჩელსის და ლივერპულსაც ფსიქოლოგი სჭირდება"
თარიღი 02 Aug 2022, 11:46

მაურისიო პოჩეტინო ფიქრობს, რომ „რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან მის ყოფილ გუნდს, „პსჟ-ს" უნდა გამოეგდო.

„პარი სენ-ჟერმენი" ტურნირის მერვედფინალში „რეალთან" 2:3 მარცხის შედეგად გამოვარდა, კარიმ ბენზემამ საპასუხო მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა, თუმცა პოჩეტინოს აზრით, პირველ გოლზე მან დონარუმაზე წესები დაარღვია.

ბევრი საუბარი იყო „ბერნაბეუზე" ბოლო 30 წუთის შესახებ, ახლა კი „პსჟ-ში" ფსიქოლოგის აყვანაზე საუბრობენ. ხორხე ვალდანომ ახლახანს თქვა, რომ ეს 30 წუთი იყო არა ფეხბურთი, არამედ რაღაც სხვა დონე, უფრო სცენის შიშთან მიახლოვებული ფსიქოლოგიური პრობლემა.

„მაგ ლოგიკით ფსიქოლოგი „ჩელსის", „მან სიტის", „ლივერპულს" და იმ სხვა გუნდებსაც სჭირდებათ, ვინც „რეალს" ჩემპიონტა ლიგაზე ეთამაშება.

მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთში ხდება მოვლენები, რომლებიც უბრალოდ ხდება და მათ ვერ გააკონტროლებ. მიმაჩნია, რომ ბენზემას პირველ მომენტში დონარუმაზე ჯარიმა იყო და VAR-ს რომ ეს ეპიზოდი გადაემოწმებინა, ახლა სხვა რაღაცაზე - „რეალის" გავარდნაზე ვილაპარაკებდით.

მაგრამ ეს იყო თრიგერი, რომელმაც „რეალს" თავდაჯერება და ენერგია მისცა. ლოგიკურია, რომ სადღაც ჩვენც შევცდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და არ არის საჭირო საფეხბურთო ანალიზის ფარგლებს გარეთ გასვლა." - აღნიშნა არგენტინელმა სპეციალისტმა.