ავტორიზაცია

ჩელსი ახლოსაა ტრანსფერთან, რომლის შემდეგაც მარკოს ალონსოს ბარსელონაში უფრო მარტივად გაუშვებს

ჩელსი ახლოსაა  ტრანსფერთან, რომლის შემდეგაც მარკოს ალონსოს ბარსელონაში უფრო მარტივად გაუშვებს
თარიღი 02 Aug 2022, 12:07

ლონდონის „ჩელსი" „ბრაიტონის" მარცხენა მცველის, მარკ კუკურელიას შეძენასთან ახლოსაა.

თომას ტუხელი ესპანელი ფეხბურთელის ნიჭის თაყვანისმცემელია და სურს, რომ ბენ ჩილუელს მარცხენა მცველის პოზიციაზე კონკურენტი ჰყავდეს.

თავდაპირველად, კუკურელიას შეძენაზე „მან სიტი" მუშაობდა, რომელმაც „ბრაიტონს" 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, რადგან კლუბს მის სანაცვლოდ მეტის მიღება სურს.

„ჩელსი" მზადაა, მოლაპარაკებებში ჩაერთოს და „სიტის" კუკურეალია „მოპაროს" - ლონდონელები „ბრაიტონისთვის" 50 მილიონ ფუნტს ამზადებენ და იმედი აქვთ, რომ შეთანხმება მარტივი მისაღწევი იქნება.

თუ ეს ტრანსფერი შედგა, „ჩელსი" მარკოს ალონსოს გაცილებით მარტივად შეელევა, რომლითაც „ბარსელონა" ინტერესდება და ესპანელს თავადაც სამშობლოში სურს კარიერის გაგრძელება.