ავტორიზაცია

დე იონგმა ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა და წასვლას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება

დე იონგმა ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა და წასვლას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
თარიღი 02 აგვ 2022, 15:22

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი კატალონიური გრანდიდან წასვლაზე უარს აცხადებს, სანამ ვალთან დაკავშირებული საკითხი არ მოგვარდება.

მოგეხსენებათ, კატალონიელებს ჰოლანდიელისთვის 20 მილიონი ევრო აქვთ გადასახდელი. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და მისი აგენტები ტრანსფერზე მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებენ, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

დე იონგისა და მისი გარემოცვის აზრით, "ბარსელონას" მისი გაყიდვა ეკონომიკური მიზეზების გამო სურს და არა სპორტული.

როგორც აღინიშნება, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მზადაა წინადადებები მას შემდეგ განიხილოს, როცა ვალთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდება.

აქამდე არსებული ცნობით, დე იონგისთვის "ჩელსი" იბრძვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მზადაა დე იონგის წინაშე კატალონიელთა ვალი დაფაროს.