ავტორიზაცია

ვერნერს არაერთი მსურველი ჰყავს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია — ფაბრიციო რომანო

ვერნერს არაერთი მსურველი ჰყავს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია — ფაბრიციო რომანო
თარიღი 02 აგვ 2022, 15:38

"ჩელსის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი შესაძლოა "ლაიფციგში" დაბრუნდეს, იტყობინება გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმააციით, 26 წლის ფეხბურთელი გერმანული კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

"ლაიფციგი" მზადაა "არისტოკრატთა" ფორვარდი შეიძინოს და არა ინათხოვროს, როგორც "იუვენტუსსა" და სხვა დაინტერესებულ კლუბებს სურთ.

"ჩელსის" თვალში ეს ვერნერის ყოფილ კლუბს უფრო მომგებიან სიტუაციაში აყენებს, ვიდრე მის კონკურენტებს.

აღსანიშნავია, რომ ტიმოს, რომელიც "ლაიფციგმა" 2020 წლის ზაფხულში 53 მილიონ ევროდ გაყიდა, ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.