ბოლო ინფორმაცია აზაროვის და დავითაშვილის ტრანსფერზე: გადადიან თუ არა ქართველები ცვერნა ზვეზდაში?
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილის და ირაკლი აზაროვი კარიერას სერბულ "ცვერნა ზვეზდაში" გააგრძელებენ.
თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დავითაშვილი ამ კლუბში არ გადავა და სხვა გუნდებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
რაც შეეხება აზარობს, "დინამო ბათუმის" მარცხენა მცველის "ცვერნა ზვეზდაში" ტრანსფერი 99%-ით გადაწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ ორივე ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელია. შესაძლოა, დავითაშვილი ისევ სერბეთში ვიხილოთ, ოღონდ "პარტიზანში."