ავტორიზაცია

"ლივერპული და სიტი მწვრთნელებს შანსს აძლევენ, პსჟ-ში კი უმალვე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ითხოვენ", - პოჩეტინო

"ლივერპული და სიტი მწვრთნელებს შანსს აძლევენ, პსჟ-ში კი უმალვე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ითხოვენ", - პოჩეტინო
თარიღი 02 აგვ 2022, 17:30

"პსჟ"-ს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ პარიზული კლუბის პროექტი ინგლისური ტოპ კლუბების პროექტებს შეადარა.

"არიან "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" მსგავსი გუნდები, რომლებსაც გრძელვადიანი პროექტის სჯერათ და მწვრთნელს შანსს აძლევენ. ყოველთვის შედარებას ვცდილობ".

"პსჟ"-სთან ერთად ლიგა 1 15-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგას "რეალთან" დაპირისპირებაში გამოვეთიშეთ და გვესმოდა, რომ პრობლემები გვექნებოდა".

"სიტიც" მადრიდელებთან მარცხდება, ხუთ წუთში სამ გოლს უშვებს, მაგრამ მომდევნო კვირაში ჰოლანდს ყიდულობს, მწვრთნელს შანსს აძლევს, აძლევს საშუალებას იპოვოს გამოსავალი და მოიგოს პრემიერ ლიგა, როგორც "პსჟ"-მ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი".

"პროექტები ერთმანეთისგან განსხვავებულია. არის "მანჩესტერ სიტი", რომელიც მწვრთნელს შვიდი წელია ენდობა და არის "პსჟ", სადაც უმალვე ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგო და არა შიდა ჩემპიონატი".

"გასაგებია. ეს კრიტიკა არ არის. როცა "პსჟ"-ში მოვედით, ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა გვეცადა, თუ ამ პროექტის გაგრძელება გვსურდა", - ციტირებს პარიზელთა ექს-თავკაცის სიტყვებს Infobae.