ავტორიზაცია

ტუხელი ვერნერის გაშვების წინააღმდეგია, თუმცა ახალ გუნდში ტრანსფერი უფრო და უფრო ახლოვდება

ტუხელი ვერნერის გაშვების წინააღმდეგია, თუმცა ახალ გუნდში ტრანსფერი უფრო და უფრო ახლოვდება
თარიღი 02 აგვ 2022, 17:47

"ჩელსის" თავდამსხმელს, ტიმო ვერნერს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მისი ტრანსფერის წინააღმდეგია.

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, 26 წლის გერმანელს ლონდონურ კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს.

ვერნერს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება გერმანიის ნაკრების ძირითადი ფორვარდის სტატუსში სურს. ამისათვის, მისი აზრით, სეზონის პირველი ნაწილის უმაღლეს დონეზე ჩატარება სჭირდება. ვერნერი ფიქრობს, რომ "ჩელსიში" თავის გამოჩენა გაუჭირდება.

სწორედ ამიტომ, ტიმო "ლაიფციგში" დაბრუნებისკენ ისწრაფვის, სადაც 2016 წლიდან 2020 წლამდე თამაშობდა. ტრანსფერი უფრო და უფრო ახლოვდება.

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე სრული სვლით მიმდინარეობს. თავდამსხმელი მზადაა ხელფასი შეიმციროს. ამჟამად იგი წლიურად 15 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს და "ჩელსის" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

"ლაიფციგის" ხელმძღვანელობა იჯარასაც განიხილავს და სრულფასოვანი ტრანსფერის ვარიანტსაც, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.