ავტორიზაცია

ხავი დე იონგის ბარსელონადან გაშვებაზე თანხმობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში განაცხადებს

ხავი დე იონგის ბარსელონადან გაშვებაზე თანხმობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში განაცხადებს
თარიღი 02 აგვ 2022, 19:06

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის გაშვებას მხოლოდ ახალი ფეხბურთელის დამატების შემთხვევაში დათანხმდება.

როგორც გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ესპანელი სპეციალისტი 25 წლის ჰოლანდიელის სხვა კლუბში გაშვებაზე თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაცხადებს, თუ კატალონიური გრანდი "მანჩესტერ სიტის" ჰავბეკს, ბერნარდუ სილვას იყიდის.

გავრცელებული ინფორმაციით, ხავის ფრენკი, როგორც ფეხბურთელი, ესიმპათიურება. თუმცა, დე იონგი იმ ტიპის ნახევარმცველი არ არის, ვინც მას ყველაზე მეტად შეეფერება.

ცნობისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნახევარმცველს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.