ავტორიზაცია

ლევანდოვსკი ბაიერნს დაემშვიდობა: "სამწუხაროა, მაგრამ ახლა შემიძლია სუფთა გულით გავაგრძელო"

ლევანდოვსკი ბაიერნს დაემშვიდობა: "სამწუხაროა, მაგრამ ახლა შემიძლია სუფთა გულით გავაგრძელო"
თარიღი 02 Aug 2022, 19:23

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნთან" დამშვიდობების შემდგომ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.

მოგეხსენებათ, კატალონიური გრანდის ახალწვეული დღეს მიუნხენური გრანდის ბაზას ეწვია, სადაც ყოფილ თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და კლუბის ფიზიოთერაპევტებს დაემშვიდობა.

"სევდიანი ვარ, მაგრამ ახლა შემიძლია სუფთა გულით გავაგრძელო. ყოველთვის მადლობელი ვიქნები "ბაიერნის" - არა მხოლოდ მოგებული ტიტულებისა და იმის გამო, როგორც გამოვიჩინე საკუთარი თავი, არამედ იმ მომენტებისთვისაც, რაც ამ კლუბში განვიცადე".

"მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადავუხადე, ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. ემოციური და რთული მომენტი იყო. ადვილი არ ყოფილა".

"ჩემსა და სალიჰამიჯიჩს შორის ყველაფერი რიგზეა. ყველას შევხვდი და ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე. არასოდეს დავივიწყებ იმ ყველაფერს, რაც აქ მივიღე და გავიარე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ბოლო რამდენიმე კვირა ყველასათვის რთული გამოდგა. მაგრამ არასოდეს დავივიწყებ ბოლო რვა წელს".

"ჩემთვის ფანები ყოველთვის უმნიშვნელოვანესები იყვნენ. მინდა მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, იმ ყველაფრისთვის, რაც ერთად გავაკეთეთ. "ბაიერნის" გულშემატკივრები სამუდამოდ დარჩებიან ჩემს გულში, მათ არასოდეს დავივიწყებ", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sky Sport Deutschland-ი.