ავტორიზაცია

ლებეფი: "რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედისა და გულშემატკივრების მიმართ არაპროფესიონალურად მოიქცა"

ლებეფი: "რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედისა და გულშემატკივრების მიმართ არაპროფესიონალურად მოიქცა"
თარიღი 02 აგვ 2022, 19:39

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფრანკ ლებეფი თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს საქციელს არაპროფესიონალურად მიიჩნევს.

მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელმა "რაიო ვალეკანოსთან" (1:1) გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შესვენებაზე შეცვალეს. კრიშტიანუმ "ოლდ ტრაფორდი" ფინალურ სასტვენამდე დატოვა.

"ვფიქრობ, ეს სწორი არ არის. არაპროფესიონალურია. მისდამი მთელი პატივისცემის მიუხედავად, რადგან ამ ფეხბურთელს ვაფასებ და აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც კარიერაში მიაღწია, მაგრამ ეს არაპროფესიონალურია და კლუბის მიმართ უპატივცემულობა".

"უნდა დარჩე, უნდა დაამტკიცო, რომ სხვა ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს პატივს სცემ, რომლებიც ამ მატჩს დაესწრნენ".

"კვლავ ამ კლუბს ეკუთვნი, მასთან კონტრაქტი გააფორმე, უნდა ითამაშო. შენი შენარჩუნება სურთ, ამიტომაც თადარიგში უნდა ყოფილიყავი და მატჩის დამთავრებას დალოდებოდი", - ციტირებს ლებეფის სიტყვებს ESPN-ი.