აგუერო: "არ მესმის, რატომ გაუშვეს სტერლინგი, მანჩესტერ სიტი ხანდახან უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს"
"მანჩესტერ სიტის" ყოფილი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო "ქალაქელთა" რიგებიდან რაჰიმ სტერლინგის წასვლას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს 27 წლის ინგლისელი გარემარბი ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა.
"არ მესმის, რატომ გაყიდა კლუბმა სტერლინგი. არის მომენტები, როცა "სიტი" უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს", - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Daily Mail-ი.
აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატებს" სტერლინგის ტრანსფერი დაახლოებით 57 მილიონი ევრო დაუჯდათ.
აგუერო და რაჰიმი "მანჩესტერ სიტიში" ერთად 2015 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდნენ, სანამ სერხიო "ბარსელონაში" გადავიდოდა, სადაც კარიერა დაასრულა.