ავტორიზაცია

აგუერომ ჰოლანდის დებიუტი შეაფასა: "ზედმეტად მიეჩვია გერმანიას, ვან დეიკმა პრემიერ ლიგაში დახვედრა მოუწყო"

აგუერომ ჰოლანდის დებიუტი შეაფასა: "ზედმეტად მიეჩვია გერმანიას, ვან დეიკმა პრემიერ ლიგაში დახვედრა მოუწყო"
თარიღი 02 Aug 2022, 18:38

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ "ქალაქელთა" ახალწვეულის, ერლინგ ჰოლანდის დებიუტი შეაფასა.

მოგეხსენებათ, 22 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი ინგლისის სუპერთასის ეგიდით "ლივერპულთან" (1:3) გამართული მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ჰოლანდმა მერსისაიდელების წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ თავის შედეგიანი ქმედებით გამოჩენა ვერ მოახერხა.

"ზედმეტად მიეჩვია გერმანიას. ჰოლანდი ფიქრობდა, რომ მარტო იქნებოდა, შემდეგ კი მასთან ვან დეიკი მივიდა და უთხრა: "კეთილი იყოს შენი ფეხი პრემიერ ლიგაში", - ციტირებს ვეტერანი არგენტინელის სიტყვებს Mirror-ი.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ერლინგის სანაცვლოდ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "დორტმუნდს" 60 მილიონი ევრო გადაუხადა.