ლევანდოვსკი მეორეა, ჰოლანდი მე-16 — Kicker-მა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა
ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვის შედეგები შეაჯამა.
ასე და ამგვარად, მონაწილეებს ბუნდესლიგის მოთამაშეებისთვის და სხვა ლიგებში მოასპარეზე გერმანელებისთვის შეეძლოთ ხმის მიცემა.
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" აწ უკვე ექს-ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო "დორტმუნდის" ყოფილი თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი მე-16 პოზიციას. საუკეთესოდ "ლაიფციგის" შემტევი, კრისტოფერ ნკუნკუ დასახელდა.
ერთ ხმაზე მეტი შემდეგმა ფეხბურთელებმა დააგროვეს:
1. კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი) - 134 ქულა;
2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი / ბარსელონა) - 128
3. კევინ ტრაპი ( ფრანკფურტის აინტრახტი) - 65
4. ტონი კროოსი (მადრიდის რეალი) - 54
5. ნიკო შლოტერბეკი (ფრაიბურგი / დორტმუნდის ბორუსია) - 51
6. ტომას მიულერი (ბავარია) - 42
7. ფილიპ კოსტიჩი ( ფრანკფურტის აინტრახტი) - 28
8-10. ილკაი გუნდოგანი (მანჩესტერ სიტი) - 15
8-10. მანუელ ნოიერი (ბაიერნი) - 15
8-10. სიმონ ტეროდე (შალკე) - 15
11. ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი) - 12
12-14. ჯუდ ბელინგემი (ბორუსია დორტმუნდი) - 10
12-14. პატრიკ შიკი (ბაიერი) - 10
12-14. ფლორიან ვირცი (ბაიერი) - 10
15. ანტონიო რუდიგერი (ჩელსი / რეალი) - 9
16-18. ერლინგ ჰალანდი (ბორუსია დორტმუნდი / მანჩესტერ სიტი) - 8
16-18. ენტონი მოდესტი (კიოლნი) - 8
16-18. ჯამალ მუსიალა (ბავარია) - 8
19-20. იონას ჰოფმანი (ბორუსია მიონხენგლადბახი) - 6
19-20. სებასტიან როდე (აინტრახტი ფრანკფურტი) - 6
21-22. დევიდ რაუმი (ჰოფენჰაიმი / ლაიფციგი) - 5
21-22. იან სომერი (ბორუსია მიონხენგლადბახი) - 5
23-24. სერჟ გნაბრი (ბაიერნი) - 4
23-24. სალიჰ ოზჯანი (კიოლნი) - 4
25. დანიელ-კოფი კერე (სენტ პაული) - 3
26-28. ვატარუ ენდო (შტუტგარტი) - 2
26-28. ნიკლას ფულკრუგი (ვერდერი ბრემენი) - 2
26-28. ლეონ გორეცკა (ბავარია) - 2.