ბარსელონა და მემფისის აგენტები კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს - ფაბრიციო რომანო
„ბარსელონას“ იურისტები მემფის დეპაის წარმომადგენლებთან ერთად კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
თავდაპირველად, „ბარსელონა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა ამ თანხის გადახდაზე თანხმობა არცერთმა გუნდმა არ განაცხადა და „ბარსას“ სხვა გზა არ დარჩა.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, დეპაი მზად არის „ბარსელონა“ დატოვოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისით რომელიმე ტოპ-კლუბი დაინტერესდება.
ჰოლანდიელ შემტევს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ის ხავი ერნანდესის გეგმებში არ შედის და გუნდის დატოვება სეზონის დაწყებამდე მოუწევს.
ყველაზე აქტიურად, დეპაისადმი „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ იწერება.
გასულ სეზონში მემფისმა 37 მატჩში 37 მატჩში 13 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.