ავტორიზაცია

პოჩეტინო: "როგორ დაიყოლია პსჟ-მ კილიან მბაპე გუნდში დარჩენაზე?"

პოჩეტინო: "როგორ დაიყოლია პსჟ-მ კილიან მბაპე გუნდში დარჩენაზე?"
თარიღი 02 აგვ 2022, 23:01

მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს „პსჟ-ში“ დარჩენის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დადიოდა ჭორები, რომ მბაპე ამ სეზონში ყველაფერს ცვლიდა. რთული დასაჯერებელია, რომ ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ამხელა ძალაუფლება გააჩნია.

„ვფიქრობ, „პსჟ-მ“ ყველაფერი გააკეთა, რომ დარჩენაზე დაეყოლიებინა და მათ პოზიციას მეც ვეთანხმები.

ის დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ვფიქრობ, „პსჟ-ს“ ყველა რესურსი გააჩნია საიმისოდ, რომ დარჩენაზე დაეყოლიებინათ.

თუმცა, მთლად ისიც არ მგონია, რომ კილიანი არის ის, ვინც ახალი პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მე წასვლა მეწერა. ამ შემთხვევაში მმართველი - პრეზიდენტია, რომელსაც თავადაც შეეძლო იმის გადაწყვეტა, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი - ახალი პროექტის შენების დაწყება იყო.“ - აღნიშნა პარიზელთა ექს-მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ მბაპე 2021/22-სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდებოდა და „რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ „პსჟ-ში" დარჩენა გადაწყვიტა.