ავტორიზაცია

პირადი კონტრაქტის საკითხიღა დარჩა - ალექს ტელეში კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

პირადი კონტრაქტის საკითხიღა დარჩა - ალექს ტელეში კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 02 აგვ 2022, 23:12

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მარცხენა მცველი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს.

TNT Sport-ის ინფორმაციით, კლუბებმა ფეხბრუთელის ტრანსფერი პრაქტიკულად ბოლომდე შეათანხმეს - საუბარია ერთწლიან იჯარაზე.

ერთადერთი, რაც ტრანსფერის დახურვამდეა დარჩენილი - „სევილიას“ შეთანხმებაა თავად ფეხბურთელთან, რის შემდეგაც ტელეში ანდალუსიურ გუნდში ოფიციალურად გადავა.

გასულ სეზონში ტელეშმა პრემიერ ლიგის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 ასისტი მიითვალა, ის გუნდში 2020 წელს „პორტუდან“ გადავიდა, თუმცა გუნდის ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.