BREAKING: ბარსელონამ ლოს შემოთავაზება მიიღო - კატალონიელთა 23 წლის ნახევარმცველი MLS-ში მიდის
„ბარსელონას“ ნახევარმცველი რიკი პუჩი კარიერას ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ლოს ანჯელეს გალაქსის“ შემოთავაზება მიიღო.
ამ ეტაპზე, ამერიკული კლუბის წარმომადგენლები 23 წლის ფეხბურთელის აგენტებთან ბოლო დეტალებს ათანხმებენ და სავარაუდოდ, ტრანსფერი სულ მალე დაიხურება.
კლუბებს შორის შეთანხმების მიხედვით, „ბარსელონა“ პუჩის შემდგომი გაყიდვიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე რამდენს იხდის „ლოს ანჯელესი“ პუჩში - ჯერ უცნობია.
გასულ სეზონში რიკიმ ლა ლიგის მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.