პრემიერ ლიგის ხელმძღვანელი ჩელსიში აბრამოვიჩის ერაზე: "რთულია იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იყო"
ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობა, რიჩარდ მასტერსმა "ჩელსის" ყოფილი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის შესახებ ისაუბრა.
– აბრამოვიჩი "ჩელსის" 19 წელიწადი ფლობდა. მოუტანა თუ არა სარგებელი ამ ერამ პრემიერ ლიგის რეპუტაციას?
"ცხადია, ახლა რთულია იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ბოლო 6-9 თვის მოვლენების გათვალისწინებით. მაგრამ თუ ამ კითხვას "ჩელსის" გულშემატკივრებს დაუსვამთ, მაშინ, ვფიქრობ, ისინი სხვა პასუხს გაგცემენ".
"სიტუაცია, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, სპორტს გარკვეული ამოცანები დაუსახა. მათ უნდა გავმკლავებოდით. ეს კლუბების მფლობელებისა და დირექტორების შემოწმებას მოიცავს. როცა რომან აბრამოვიჩი "ჩელსის" მფლობელი გახდა, ასეთ შემოწმებას ადგილი არ ჰქონია".
"ვგონებ, ამ კითხვაზე პასუხი შემდეგნაირია: რა მოხდებოდა, ეს სისტემა რომ არსებობდეს? პრევენცია უკეთესია, ვიდრე განკურნება, არა? მაშინ ეს არ ყოფილა. ახლა არის", - ციტირებს მასტერსის სიტყვებს The Telegraph-ი.