ავტორიზაცია

ჩელსის მარჯვენა მცველის შეძენა უნდა და ორი კანდიდატი ჰყავს შერჩეული — ფაბრიციო რომანო

ჩელსის მარჯვენა მცველის შეძენა უნდა და ორი კანდიდატი ჰყავს შერჩეული — ფაბრიციო რომანო
თარიღი 03 აგვ 2022, 11:56

"ჩელსის" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს.

როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ლონდონური კლუბი "ინტერის" უკანახაზელ დენზელ დუმფრისით ინტერესდება, მაგრამ "ნერაძურის" ჰოლანდიელის შენარჩუნება უნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებს" იტალიური გრანდისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ კიდევ არ მიუმართავთ.

გარდა ამისა, "ჩელსიში" "საუთჰემპტონის" მცველის, კაილ უოკერ-პიტერსის შესაძლო შეძენის ვარიანტსაც განიხილავენ.

ცნობისთვის, ორივე ზემოთნახსენები ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.