ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალმა ბერნდ ლენო პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გაყიდა

ოფიციალურად: არსენალმა ბერნდ ლენო პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გაყიდა
თარიღი 03 აგვ 2022, 12:53

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ "არსენალის" გოლკიპერი, ბერნდ ლენო კარიერას "ფულემში" გააგრძელებს.

30 წლის გერმანელმა ახალ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

"ფულემი" სატრანსფერო ღირებულებას არ ასაჯაროვებს. The Athletic-ის ცნობით, "მეთოფეები" 8 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

მოგეხსენებათ, ლენო "არსენალს" 2018 წელს "ლევერკუზენიდან" შუერთდა და მის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი გადაიხადა.

ამ დროის განმავლობაში ბერნდმა პრემიერ ლიგაში 101 მატჩი ჩაატარა და საკუთარი კარი მშრალად 25-ჯერ შეინახა.