ნაპოლის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფრიკელი ფეხბურთელების ყიდვა აღარ უნდა და ამის მიზეზიც განმარტა
"ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს აფრიკელი ფეხბურთელების შეძენა არ უნდა.
ნეაპოლელთა ხელმძღვანელი ამ დასკვნამდე იმან მიიყვანა, რომ აფრიკელი მოთამაშეები შუა სეზონში თავიანთ კლუბებს ტოვებენ და აფრიკის თასზე მიემგზავრებიან.
"აფრიკელებზე აღარ დამელაპარაკოთ! ისინი მიყვარს, მაგრამ ან აფრიკის თასზე უნდა თქვან უარი ან კლუბებისთვის ხელმიუწვდომელები იქნებიან".
"იდიოტები ვართ, ხელფასს მხოლოდ იმიტომ ვუხდით, რომ სხვებისთვის ითამაშონ", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football Italia.