ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — ვეინალდუმი კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს!

შეთანხმება მიღწეულია — ვეინალდუმი კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს!
თარიღი 03 აგვ 2022, 13:39

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი "რომაში" გაუშვა, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

პარიზელებმა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ფეხბურთელის რომაელთა რიგებში ერთწლიანი იჯარით გაშვებაზე თანხმობა განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებს ისღა დარჩენიათ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი გააფორმონ.

როგორც აღინიშნება, ვეინალდუმის წასვლის შემდეგ, "პსჟ"-ს ბოსები "ლილის" ნახევარმცველის, რენატუ სანჩეშის ტრანსფერზე გაამახვილებენ ყურადღებას.

გასულ სეზონში გამოცდილმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონის რიგებში 38 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.