"ამას ნამდვილად ვერ შევეგუები, მიუღებელია!", - ტენ ჰაგმა რონალდუ არ დაინდო და მკაცრად გააკრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი გუნდის თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელით უკმაყოფილო დარჩა, რომელმაც "ოლდ ტრაფორდი" "რაიო ვალეკანოსთან" გამართული მატჩის დასრულებამდე დატოვა.
პორტუგალიელმა ამ ზაფხულს პირველ ტესტ-მატჩში მიიღო მონაწილეობა და შესვენებაზე შეცვალეს. იგი ფინალურ სასტვენამდე წავიდა სტადიონიდან.
"ამას ნამდვილად ვერ შევეგუები. მიუღებელია. ყველას ეხება", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს AD-ი.
"ერთი გუნდი ვართ, ყველა ბოლომდე უნდა დარჩეს", - დასძინა ტენ ჰაგმა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა, რადგან მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.