ავტორიზაცია

ბარსელონას ორი ვარიანტი აქვს — პიანიჩის მომავალი ამ კვირაში საბოლოოდ გაირკვევა

ბარსელონას ორი ვარიანტი აქვს — პიანიჩის მომავალი ამ კვირაში საბოლოოდ გაირკვევა
თარიღი 03 აგვ 2022, 16:57

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებს.

"ბეშიქთაშიდან" დაბრუნებულმა 32 წლის ბოსნიელმა შესაძლოა მომავალი სეზონი კატალონიურ გრანდში გაატაროს.

ამ შემთხვევაში, პიანიჩს ხელფასის შემცირება მოუწევს, 20 წლის ნიკო გონსალესს კი გაანათხოვრებენ.

თუ "ბარსა" გამოცდილი ფეხბურთელის გაშვებას გადაწყვეტს, მაშინ კონტრაქტს გაუწყვეტს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი ამ კვირაშივე გაირკვევა.

მოგეხსენებათ, პიანიჩი "ბლაუგრანამ" 2020 წლის სექტემბერში ტურინის "იუვენტუსიდან" დაიმატა.