გადაწყვეტილება მიღებულია — გადავა თუ არა დრის მერტენსი იუვენტუსში?
"ნაპოლის" ყოფილი თავდამსხმელი, დრის მერტენსი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსში" გადასვლას არ აპირებს, წერს Sport Mediaset-ი.
ბელგიელმა ტურინულ გრანდს უარი უთხრა, რომელიც მას 2-წლიან კონტრაქტსა და სეზონში 5 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობდა.
35 წლის ფეხბურთელმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში თამაში თავისი ყოფილი კლუბისადმი პატივისცემის გამო არ ისურვა.
მერტენსი ნეაპოლურ გუნდში 2013 წლიდან ირიცხებოდა და ამ ზაფხულს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
აღსანიშნავია, რომ დრისი "ნაპოლის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია - 397 მატჩსი მან 148 გოლი გაიტანა.