ბარსა სატრანსფერო კამპანიით ჯერ არ დაკმაყოფილებულა და ბერნარდუ სილვას ყიდვა ძალიან უნდა
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია.
კატალონიური გრანდის მიზანი "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას შეძენაა.
მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბოსების მთავარი სამიზნე რობერტ ლევანდოვსკის, ჟიულ კუნდესა და სწორედ ბერნარდუს შეძენა გახლავთ. პირველი ორი "ბარსაში" უკვე გადავიდა.
როგორც აღინიშნება, "ბარსელონაში" სატრანსფერო კამპანიით არ დაკმაყოფილებულან, კლუბი სილვას გადაბირებასაც აპირებს და ეს უკანასკნელიც დაინტერესებულია "ბლაუგრანაში" თამაშით.
მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა ამ ტრანსფერის დასახურად ჯერ ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი უნდა გაყიდოს. თავის მხრივ, ჰოლანდიელს წასვლა არ უნდა.