ბერნარდუ სილვასთვის ბრძოლაში ბარსელონას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ კარიერა შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
პორტუგალიელის გადაბირებით "პსჟ"-ა დაინტერესებული, იტყობინება Foot Mercato. თავად ფეხბურთელი მზადაა "სიტი" დატოვოს. 27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი 80-85 მილიონ ევროდ ფასდება.
აღსანიშნავია, რომ "პსჟ" "ბარსელონას" გაუწევს კონკურენციას. კატალონიელები ბერნარდუს შეძენას მხოლოდ ფრენკი დე იონგის გასხვისების შემდეგ შეძლებენ.
როგორც "პსჟ"-ში ფიქრობენ, ლუიშ კამპუში პორტუგალიელის ტრანსფერში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 2014 წელს სწორედ კამპუშმა მიიყვანა სილვა "მონაკოში".
პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში ბერნარდუმ 35 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.