ავტორიზაცია

"რონალდუმ ბევრჯერ დაამტკიცა თავისი დონე, მაგრამ ფეხბურთელს დღევანდელი ფორმით აფასებენ", - ტენ ჰაგი

"რონალდუმ ბევრჯერ დაამტკიცა თავისი დონე, მაგრამ ფეხბურთელს დღევანდელი ფორმით აფასებენ", - ტენ ჰაგი
თარიღი 03 აგვ 2022, 22:11

„მან იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

უხდება თუ არა ის იმ ფეხბურთს, რომლის ხილვაც თქვენ გსურთ?

ვფიქრობ, კი. მაგრამ თავდაპირველად მან ფორმა უნდა აღიდგინოს, გუნდთან მუშაობა სულ ეს-ესაა დაიწყო.

ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და ეს ბევრჯერ დაამტკიცა, მაგრამ შენ გაფასებენ იმით, ახლა რასაც წარმოადგენ და ახლა როგორ თამაშობ.

გუნდსაც და კრიშტიანუსაც დასამტკიცებელი აქვთ, რომ ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერები არიან.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.