"პიკეს და მესის წამოყვანაც ვცადეთ", - ვენგერმა ორი არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა
არსენ ვენგერმა გაიხსენა, რომ „არსენალს“ თავის დროზე ლეო მესის და ჟერარ პიკეს დამატება სურდა.
„სიმართლე გითხრათ, როცა სესკ ფაბრეგასს ვიმატებდით, მესის და პიკესაც დავუკავშირდით.
პიკემ საბოლოოდ „მან იუნაიტედში“ ამჯობინა გადასვლა, ფაბრეგასი ჩვენთან წამოვიდა, „ბარსელონამ“ კი, მესის შენარჩუნება გადაწყვიტა.
სწორედ ასე მოხდა ყველაფერი.“ - იხსენებს ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგაში „ბარსელონადან“ „არსენალში“ 2003 წელს გადავიდა, 2011 წელს კი მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.