"ეს ამერიკელი თითქოს Football Manager-ის თამაშს ცდილობს", - გარი ნევილმა ჩელსის ახალი მფლობელი გააკრიტიკა
„მან იუნაიტედის“ ექს-მცველმა, გარი ნევილმა, „ჩელსის“ ახალი მფლობელი ტოდ ბოელი გააკრიტიკა.
„ამ ამერიკელს თითქოს Football Manager-ის თამაში უნდა, რაღაც ასეთი იგრძნობა. ის სულ აქეთ-იქით მიედ-მოედება და კლუბში პანიკა ისადგურებს. ახლა თქვენ გგონიათ: „ვაუ, ისინი ფრენკი დე იონგის ყიდვას აპირებენ.“ იმიტომ, რომ ბოელი გრძნობს, რომ მასზე ზეწოლაა წამოსული და რაღაც მაინც უნდა გააკეთოს.
ზეწოლა არ იქნებოდა, კლუბში ძველი ხალხი რომ დაეტოვებინა, რომლებიც მის მოსვლამდე იყვნენ და კიდევ 1-2 წელი ემუსავათ. მაგრამ ეს სეზონი ძალიან საინტერესო იქნება. „ჩელსიმ“ უკვე დაკარგა რამდენიმე მცველი და კიდევ ერთი-ორი შეიძლება „ბარსელონაში“ გადავიდეს.
იმ ხალხის მოშორება, რომლებიც მშვენივრად ართმევდნენ საქმეს თავს არაერთი წლის მანძილზე, ყველაფრის თვითნებურად გაკეთების სურვილი - ეს რაღაც ედ-ვუდვორდის (იუნაიტედის ექს-დირექტორი - ავტ.) სტილშია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგში.“ - აღნიშნა ნევილმა.