ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა! ჩელსიმ სიტის აჯობა და 60-მილიონიანი ტრანსფერი დახურა

შეთანხმება შედგა! ჩელსიმ სიტის აჯობა და 60-მილიონიანი ტრანსფერი დახურა
თარიღი 03 Aug 2022, 22:56

ლონდონის „ჩელსიმ“ ძვირადღირებული ტრანსფერი გაჩარხა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბრაიტონის“ მარცხენა მცველი, ესპანელი მარკ კუკურელია კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს.

ლონდონური კლუბი „ბარსელონას“ აღზრდილ ფეხბურთელში, რომლითაც „სიტიც“ აქტიურად ინტერესდებოდა, 60 მილიონ ევროს გადაიხდის. 

თავდაპირველად კუკურეალიას შეძენისთვის „სიტი“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა „ბრაიტონი“ „ქალაქელთა“ 40-მილიონიანმა შემოთავაზებამ ვერ დააკმაყოფილა და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამ დროს, საქმეში „ჩელსი“ ჩაერთო და „ბრაიტონთან“ მოლაპარაკებები მალევე დახურა.

კულიბალის და სტერლინგის შემდეგ, კუკურელია ამ ზაფხულს „ჩელსის“ მე-3 ტრანსფერი იქნება.