ტენ ჰაგს მანჩესტერში ყოფილი შეგირდის მიყვანა სურს, ხელმძღვანელობა მის სურვილს არ იზიარებს
„მანჩსესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, გუნდში ყოფილი შეგირდის, ჰაკიმ ზიეჩის მოყვანა სურს.
France Football-ის ინფორმაციით, ტენ ჰაგი ზიეჩის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული, რომელთანაც „აიაქსში“ 2020 წლამდე მუშაობდა.
მეტიც, ტენ ჰაგმა ზიეჩის ტრანსფერი ამ ეტაპზე ერთ-ერთ პრიორიტეტულადაც კი დაისახა.
თუმცა, ხელმძღვანელობას მაროკოელი შემტევის შეძენის საჭროებაში ეჭვი ეპარება, რის გამოაც ტრანსფერი საგრძნობლად ჭიანურდება.
29 წლის ფეხბურთელი ლონდონურმა კლუბმა ტრანსფერზე დააყენა და მისი შეძენით „მილანი“ აქტიურად ინტერესდებოდა.