ობამეიანგის მიმართ პრემიერ ლიგიდან არის ინტერესი - გაბონელი ინგლისში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის

„ჩელსი" „ბარსელონას" ფორვარდით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით ინტერესდება.
როგორც ცნობილია, ლონდონური კლუბი 33 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს გაესაუბრა, თუმცა ჯერ „ბარსელონასთვის" ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავს.
The Telegraph-ის ჟურნალისტი მეტ ლოუ ამტკიცებს, რომ გაბონელი ფორვარდისთვის პრემიერ ლიგაში დაბრუნდება და „ჩელსიში" თამაში თავადაც საინტერესო იქნებოდა.
„არსენალის" ექს-ფორვარდი „ბარსელონას" გასულ ზამთარს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და 23 მატჩში 13 გოლი და 1 გოლი გაიტანა.
თუმცა, „ობამას" პოზიციები მას შემდეგ შეირხა, რაც კატალონიურმა გუნდმა რობერტ ლევანდოვსკი დაიმატა.