ავტორიზაცია

ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა აგენტმა ლევანდოვსკის ბარსელონაში გადაყვანით

ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა აგენტმა ლევანდოვსკის ბარსელონაში გადაყვანით
თარიღი 03 აგვ 2022, 23:06

ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა პოლონელის „ბაიერნიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლით.

The Athletic-ის ინფორმაციით, პინი ზაჰავის საკომისიომ ამ ტრანსფერის შედეგად 10 მილიონი ევრო შეადგინა.

ჯამურად, ტრანსფერი „ბარსელონას“ 45 მილიონი ევრო დაუჯდა, კიდევ 5 მილიონს კი „ბაიერნი“ გარკვეული ბონუსების გააქტიურების შემდეგ მიიღებს.

ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ ივლისში გადავიდა და სამი ამხანაგური მატჩის ჩატარებაც მოასწრო, თუმცა საგოლე ქმედებებით თავი ჯერ არ გამოუჩენია.