ავტორიზაცია

ტელეში ესპანეთშია და კონტრაქტს დღეს გააფორმებს - ტრანსფერის დეტალები

ტელეში ესპანეთშია და კონტრაქტს დღეს გააფორმებს - ტრანსფერის დეტალები
თარიღი 04 აგვ 2022, 12:00

ალექს ტელეშის იჯარა „მანჩესტერ იუნაიტედიდან" „სევილიაში" - გადაწყვეტილი ამბავია.

The Athletic-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი მარცხენა მცველი ანდალუსიურ გუნდს ერთსეზონიანი იჯარით შეუერთდება, რომლის ბოლოსაც „სევილიას" ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

როგორც ირკვევა, „სევილიამ" ტელეშისთვის ხელფასის სრულად გადახდაზე თანხმობა განაცხადა, იმის ხარჯზე, რომ „მანჩესტერმა" ფეხბურთელის იჯარაში ფული აღარ მოითხოვა.

გუშინ ღამით ტელეში ესპანეთში ჩაფრინდა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „სევილიასთან" კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეში „მანჩესტერში" 2020 წელს „პორტუდან" 15 მილიონ ევროდ გადავიდა.