ავტორიზაცია

მანჩესტერის მეკარე: "ევრო 2020-ს შემდეგ პირველ ნომრობას დამპირდნენ, მაგრამ სიტყვა არავინ შეასრულა"

მანჩესტერის მეკარე: "ევრო 2020-ს შემდეგ პირველ ნომრობას დამპირდნენ, მაგრამ სიტყვა არავინ შეასრულა"
თარიღი 02 აგვ 2022, 23:39

დინ ჰენდერსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოთქვა.

2021/22-სეზონში ინგლისელმა გოლკიპერმა პრემიერ ლიგის არცერთ მატჩში არ მიიღო მონაწილეობა, 2020/21-ში კი - მხოლოდ 13-ში.

საბოლოოდ, „იუნაიტედმა“ ჰენდერსონი უკვე მეექვსედ გაუშვა იჯარით. ამჟამად - „ნოტინგემ ფორესტში“, რომელიც პრემიერ ლიგაში წელს გადმოვიდა.

„სიმართლე გითდრათ, ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული 12 თვე იყო. მიჭირდა, ძალიან მიჭირდა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. აღგზნებული ვარ იმით, რომ „ნოტინგემ ფორესტში“ მოვედი და მზად ვარ სეზონის დასაწყებად.

ევრო 2020-დან ნაკრებში დაბრუნების შემდეგ მითხრეს, რომ აქ იმისთვის ვბრუნდები, რომ პირველი ნომერი გავხდე. კორონავირუსი ავიკიდე, დავბრუნდი და პირველი ნომერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ დანაპირები არავინ არ შეასრულა.

ეს დიდი იმედგაცრუება იყო, იმიტომ რომ გასულ ზაფხულსაც მქონდა რამდენიმე საიჯარო შემოთავაზება, მაგრამ კლუბს ჩემი გაშვება არ უნდოდა. სკამზე 12 თვის გატარება კი, ჩემ ასაკში - დანაშაულია, უბრალოდ განცვიფრებული ვიყავი.

მოედანზე და მის გარეთ თავდაუზოგავად ვშრომობდი, დღიდან დღემდე გაუმჯობესებას ვცდილობდი და ახლა „ნოტინგემ ფორესტში“ თამაშს მოუთმენლად ველი. ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ფეხბურთი უნდა ვითამაშო და სჯობს, გამიშვან. როცა ერიკ ტენ ჰაგი მოვიდა, თითქმის წასული ვიყავი და მასთან არც მილაპარაკია.

შეამჩნევდით, რომ ინტერვიუ ორი წელია არავისთვის მიმიცია. ასე არ არის? თავს ვიკავებდი, ამ მხრივ ცოტა მორიდებული გავხდი, არაფრის თქმა არ მჭირდება, საბოლოოდ უბრალოდ მივდიოდი და ჩემ გასაკეთებელს ვაკეთბებდი.“ - აღნიშნა ინგლისელმა.