ავტორიზაცია

ფერდინანდი: "თუ რონალდუს მართლა წასვლა უნდა, სჯობს გავუშვათ, რომ სეზონის სტარტზე "ნაბახუსევზე" არ იყოს"

ფერდინანდი: "თუ რონალდუს მართლა წასვლა უნდა, სჯობს გავუშვათ, რომ სეზონის სტარტზე "ნაბახუსევზე" არ იყოს"
თარიღი 02 აგვ 2022, 23:26

რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერიდან“ შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

„როგორც ფეხბურთლებს, უბრალოდ გინდათ, რომ სიტუაცია გუნდში მაქსიმალურად დალაგებული იყოს, რაც შეიძლება სწრაფად. ხომ არ გსურთ, რომ ეს ყველაფერი გაიწელოს, გაიწელოს, როგორც გასულ წელს ჰარი კეინს და „ტოტენჰემს“ მოუვიდათ.

თუმცა, მგონია, რომ აქ სხვა მიზეზია. კრიშტიანუს შემთხვევაში კულისებს მიღმა იმალება მისი პრობლემები ოჯახში, ჯანმრთელობის ამბები და რაღაც მსგავსი, ესეც გასათვალისწინებელია.

თუმცა, თუ სიმართლეა, რომ მას წასვლა უნდა - რაღაც მხრივ მირჩევნია, რომ კლუბი ამას დაეთანხმოს, რათა სეზონის სტარტზე ის „ნაბახუსევზე“ არ იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც გულშემატკივარი ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.“ - აღნიშნა „მან იუნაიტედის“ ექს-მცველმა.