ავტორიზაცია

გასულ სეზონში, გულშემატკივრები სოც ქსელებში ყველაზე ხშირად კრიშტიანუ რონალდუს აყენებდნენ შეურაცხყოფას

გასულ სეზონში, გულშემატკივრები სოც ქსელებში ყველაზე ხშირად კრიშტიანუ რონალდუს აყენებდნენ შეურაცხყოფას
თარიღი 02 აგვ 2022, 22:46

გასულ სეზონში, „ტვიტერის“ მომხმარებლებისგან ყველაზე ხშირად შეურაცხყოფების მსხვერპლი კრიშტიანუ რონალდუ ხდებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Ofcom ავრცელებს ალან ტიურინგის ინსტიტუტის მეცნიერთა გამოკვლევაზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა 2021/22-სეზონის პირველი ხუთი თვის მანძილზე დაწერილი 2.3 მილიონი „ტვიტი“ შეისწავლეს.

აქედან თითქმის 60% შეურაცხმყოფელი იყო, საიდანაც 8% რასას ან სქესს უკავშირდებოდა.

რონალდუს მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი 12.520-ჯერ გამოქვეყნდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია, ეს პორტუგალიელის ტვიტერში ხსენების საერთო რაოდენობის 2.2%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზე ჰარი მაგუაერია (8 954), მესამეზე მარკუს რაშფორდი (2557). საერთოდაც, ტოპ-ათში „მან იუნაიტედის“ 8 ფეხბურთელი მოხვდა.