ავტორიზაცია

ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომელთანაც რონალდუს აგენტმა შეთანხმება სცადა - ფეხბურთელს ემიუს დატოვება 7 აგვისტომდე სურს

ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომელთანაც რონალდუს აგენტმა შეთანხმება სცადა - ფეხბურთელს ემიუს დატოვება 7 აგვისტომდე სურს
თარიღი 02 აგვ 2022, 11:57

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება ჯერ კიდევ სურს.

ფორვარდს მანკუნიანელთა რიგების დატოვება უახლოეს დღეებში სურს - სანამ გუნდი 7 აგვისტოს პრემიერ ლიგის პირველ ტურში „ბრაიტონს" დაუპირისპირდება.

თუმცა, მისი აგენტის, ჟორჟე მენდეშის მცდელობა, რომ პორტუგალიელისთვის ახალი გუნდი მოეძიებინა, სასურველ შედეგს ვერ აღწევს, იტყობინება ესპანური გამოცემა As.

კონკრეტული დაინტერესება 37 წლის ფეხბურთელის მიმართ არცერთ გუნდს არ გამოუვლენია, რომლებთან დაკავშირებაც მენდეშმა სცადა. ესენი არიან: „ბარსელონა", „ატლეტიკო", „ჩელსი", „ბაიერნი" და „ნაპოლი".

წყარო იმასაც ამატებს, რომ უდიდესი ალბათობით, ახალ სეზონს რონალდუ „მან იუნაიტედში" დაიწყებს.