ავტორიზაცია

ნომრის გარეშე დაგტოვებთ - ბარსელონამ ულტიმატუმი წაუყენა ფეხბურთელებს, რომლებიც წასვლაზე უარს ამბობენ

ნომრის გარეშე დაგტოვებთ - ბარსელონამ ულტიმატუმი წაუყენა ფეხბურთელებს, რომლებიც წასვლაზე უარს ამბობენ
თარიღი 04 Aug 2022, 16:31

„ბარსელონა" ნომრის ჩამორთმევას აპირებს იმ ფეხბურთელებისთვის, ვისზეც იმედებს არ ამყარებს და ისინი წასვლაზე უარს ამბობენ.

ამჟამად ხავი 33 ფეხბურთელთან ერთად მუშაობს, ლა ლიგის მატჩებზე კი მხოლოდ 25-ს გამოძახება შეიძლება. ამის გამო, „ბარსელონას" გადავსებული შემადგენლობის პრობლემა შეექმნა, რომელიც კიდევ უფრო გადაივსება, თუ გუნდი „ჩელსიდან" სეზარ ასპილიკუეტას და მარკოს ალონსოს დაიმატებს.

მაისში ხავიმ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებზეც იმედებს არ ამყარებს. ამ სიიდან წავიდნენ მხოლოდ კლემან ლანგლე (ტოტენჰემში იჯარით), რიპი პუჩი (სულ მალე გადავა ლოს ანჯელეს გალაქსიში) და ოსკარ მინგესა, რომელიც სელტაში გადავიდა.

დანარჩენი ფეხბურთელები „ბარსელონაში" დარჩენაზე არიან თანახმა, რადგან მათ არავინ გადაუხდის იმ ხელფასს, რომელსაც კატალონიურ გუნდში იღებენ.

AS-ის ინფორმაციით, „ბარსამ" გააფრთხილა ეს ფეხბურთელები, რომ თუ ისინი წასვლაზე უარს იტყვიან, ნომრის გარეშე დარჩებიან და შესაბამისად, მთელი სეზონის ტრიბუნაზე გატარება მოუწევთ.

გარდა ამისა, „ბარსას" სახელფასო ჭერი აქვს შესამცირებელი 160 მილიონი ევროთი - ამჟამად, ის 560-ს შეადგენს, ლა ლიგა კი ითხოვს, რომ 400 ჰქონდეს. იქამდე, კლუბი ახალწვეულების დარეგისტრირებას ვერ მოახერხებს.