ლაპორტა: "მესის დაბრუნება ბარსელონაში? მის წინაშე მორალური ვალი მაქვს"
ჟოან ლაპორტა ლეო მესის „ბარსელონაში" დაბრუნებაზე ოცნებობს.
„ვგრძნობ, რომ როგორც „ბარსელონას" პრეზიდენტი ლეოს წინაშე მორალური ვალი მაქვს.
მსურს, ლეოს კარიერის საუკეთესო მომენტი ვაჩუქო იქამდე, სანამ ის კარიერას დაასრულებს." - აღნიშნა „ბარსას" პრეზიდენტმა.
ლეო მესიმ „ბარსელონა" 2021 წლის 5 აგვისტოს დატოვა და 10-ში ოფიციალურად გახდა „პსჟ-ს" ფეხბურთელი, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხავიმ ლაპორტას მესის „ბარსელონაში" დაბრუნება სთხოვა მას შემდეგ, რაც მას კონტრაქტი ამოეწურება.