ავტორიზაცია

ბარსელონამ ჩელსის სამი ფეხბურთელის შეძენა შესთავაზა

ბარსელონამ ჩელსის სამი ფეხბურთელის შეძენა შესთავაზა
თარიღი 04 აგვ 2022, 16:45

„ჩელსის" „ბარსელონას" სამი ფეხბურთელის შეძენა შესთავაზეს.

Evening Standard-ის ინფორმაციით, ლონდონურ კლუბს მემფის დეპაის, ფრენკი დე იონგის და პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენა შესთავაზეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გადაწყვეტს თუ არა „ჩელსი" ამ ფეხბურთელებზე შეთავაზების გაკეთებას.

ობამეიანგი „ბარსელონაში" ზამთარში გადავიდა და 23 მატჩში 13 გოლიც გაიტანა, მაგრამ წასვლაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც კლუბმა ამ ზაფხულს რობერტ ლევანდოვსკი დაიმატა. 

მის ტრანსფერს ხელს ის უწყობს, რომ ობამეიანგს „დორტმუნდში" მუშაობიდან თომას ტუხელთან ძალიან კარგი ურთიერტობა აქვს.

ამ ეტაპზე, ლონდონელებს არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებიათ, მაგრამ „ბარსას" სთხოვა, რომ დე იონგის, დეპაის და ობამეიანგის თაობაზე საქმის კურსში ამყოფონ.