ავტორიზაცია

ოფიციალურად: რენატუ სანჩესი პსჟ-ს ფეხბურთელია

ოფიციალურად: რენატუ სანჩესი პსჟ-ს ფეხბურთელია
თარიღი 04 აგვ 2022, 21:38

პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანჩესი „ლილიდან“ კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

საფრანგეთის ჩემპიონმა ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონი პარიზელებთან 2027 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. 

როგორც ცნობილია, „პსჟ-ს“ ფეხბურთელის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა. მის გარდა, პორტუგალიელზე გაცილებით დიდხანს „მილანიც“ აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა საქმეში შემდეგ პარიზელები ჩაერთვნენ და სანჩესი თავისთან გადაიბირეს.

გასულ სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ს 25 მატჩში ითამაშა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.