ავტორიზაცია

პსჟ-ს ნახევარმცველი მოურინიოს რომაში ითამაშებს

პსჟ-ს ნახევარმცველი მოურინიოს რომაში ითამაშებს
თარიღი 04 აგვ 2022, 21:53

ცნობილი გახდა „პსჟ-ს“ ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის „რომაში“ ტრანსფერის დეტალები.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომაელებს ფეხბურთელის მხოლოდ 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლებათ. 

31 წლის ნახევარმცველი რომში უკვე ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

გასულ სეზონში ვეინალდუმმა ლიგა 1-ს 31 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„პსჟ-ში“ ვეინალდუმი თავისუფალი აგენტის სტატუსით გასულ ზაფხულს გადავიდა, მას შემდეგ რაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამოეწურა. თავიდან ის „ბარსელონას“ შეუთანხმდა, თუმცა ბოლოს საქმეში პარიზელები ჩაერთვნენ და ფეხბურთელს ბევრად მაღალი ხელფასი შესთავაზეს.