ავტორიზაცია

ოფიციალურად: ალექს ტელეში კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

ოფიციალურად: ალექს ტელეში კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 04 აგვ 2022, 21:57

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრაზილიელი მცველი ალექს ტელეში კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს.

„პორტუს“ ექს-ფეხბურთელი ერთწლიანი მშრალი იჯარით „სევილიაში“ გადავიდა. ტრანსფერი კლუბებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.

„იუნაიტედმა“ 29 წლის ფეხბურთელი ანდალუსიურ გუნდში ერთსეზონიანი იჯარით გაუშვა, რომლის ამოწურვის შემდეგაც, „სევილიას“ მისი გამოსყიდვა არ შეეძლება.

ესპანურ გუნდს ტელეშის იჯარაში ფული არ გადაუხდია, რადგან ფეხბურთელის ხელფასის სრულად დაფარვას დათანხმდა.

ბრაზილიელი „იუნაიტედში“ „პორტუდან“ 2020 წელს 15 მლნ ევროდ გადავიდა.