კუკურელია ლონდონში ჩაფრინდა და ამ წუთებში სამედიცინო შემოწმებას გადის

„ბრაიტონის“ მცველი მარკ კუკურელია ლონდონში ჩაფრინდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამჟამად ესპანელი ფეხბურთელი ტრანსფერის დახურვის წინ, „ჩელსიში“ სამედიცინო შემოწნებას გადის.
როგორც კი კუკურელია „სტემფორდ ბრიჯზე“ სამედიცინო შემოწმებას წარმატებით ჩაივლის, ამის შემდეგ კლუბები ყველა საჭირო დოკუმენტს გააფორმებენ და ტრანსფერი დაიხურება.
The Athletic-ის ინფორმაციით, „ბრაიტონმა“ კუკურელია გუნდთან ერთად ვარჯიშიდან მოკვეთა, რათა დანარჩენ ფეხბურთელებს პრემიერ ლიგის პირველი ტურისთვის მზადება უფრო მშვიდ გარემოში გაეგრძელებინათ.
„ჩელსის“ „ბარსელონას“ აღზრდილი ფეხბურთელის შეძენა 52.5 მლნ ფუნტი დაუჯდება.