ავტორიზაცია

"ჩვენი კაპიტნით აღტაცებულები ვართ", - ჩელსიმ ასპილიკუეტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა

"ჩვენი კაპიტნით აღტაცებულები ვართ", - ჩელსიმ ასპილიკუეტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა
თარიღი 04 აგვ 2022, 23:30

„ჩელსიმ“ გუნდის კაპიტან სეზარ ასპილიკუეტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

ესპანელ ფეხბურთელთან, რომელიც გუნდში 2012 წლიდან თამაშობს, ხელშეკრულება ორი წლით არის გათვალისწინებული.

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სეზარი „ჩელსიში“ კიდევ მინიმუმ ორი წელი დარჩება. აღტაცებულები ვართ იმით, რომ ჩვენი კაპიტანი კვლავ ერთგულებას და ლიდერულ თვისებებს ავლენს.

ერთად, კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.“ - აღნიშნა „ჩელსის“ მფლობელმა ტოდ ბოელიმ.